რუსული კანონი

სამადაშვილი ოცნებას: გადაწყვიტეთ, ჯენზის ნორჩი ლენინელების პათეტიკით რამეს გააგებინებდით

გუშინ ივანიშვილი დადგა რუსთაველის გამზირზე და გამოგვიცხადა, რომ აპირებს პროვინციელ ლუკაშენკოდ გადაქცევას, აპირებს უარი თქვას ქართულ სახელმწიფოზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. გუშინ ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორის ვიღაც ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ ჯენზის თავისუფალ თაობას ნორჩი ლენინელების ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით. არა, თქვენ ამ ხალხის არ გესმით, რადგან თქვენ არ იცით, რა არის თავისუფლება. უკლებლივ ყველა, ვინც აქ სხედხართ, ხართ ბიძინა ივანიშვილის მონობაში გაყიდული. 

ყველაზე კომიკური იყო კახა კალაძის გამოსვლა, რომელმაც მიმართა ხალხს, აქ დგას თბილისიო. თბილისი გუშინ იქ არ იდგა, ეს არ არის მტავარი, არც თბილისი დადგება, არც ქუთაისი დადგება, არც ბათუმი დადგება, არც ახალციხე დადგება, არც თელავი დადგება, არც ახალციხე დადგება, არავინ დადგება მოღალატე ხელისუფლების უკან. 

თქვა ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსული კანონის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. 

კომენტარები