აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

კობახიძე: შეკრება დაიშალა ევროპული სტანდარტით – იყო 3 ინციდენტი, პოლიციას ნერვებმა უმტყუნა

კანონი, რომელიც არის ამჟამად არის მიღების პროცესში არის თავიდან ბოლომდე თავსებადი სამართლებრივ პრინციპებთან, საპირისპირო არგუმენტები ვერავინ მოიყვანა.

რაც შეეხება შეკრების დაშლას, ეს მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით. იყო 3 სამწუხრო ინციდენტი, როდესაც პოლიციას, ალბათ, უმტყუნა ნერვებმა. თუმცა, რაც შეეხება დაზიანებებს, 5 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. დაზიანებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.

თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, 16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.

კომენტარები