ჩვენ ვართ ოდნავ მარჯვნივ, მაგრამ ცენტრისტული პარტია. ნაციონალური მოძრაობა ამ წუთში არის ღრმად მემარცხენე პარტია, ძალიან შორს, სიღრმეში შესული მარცხნივ - ფასებზე, პენსიებზე, კარაქის პაჩკების დაკარგვაზე, ლიტრობით ბენზინის დაკარგვაზე... კი არ დავცინი, უბრალოდ ვყვები. ეს არის პირდაპირ მემარცხენე მიმართულებით გადასვლა. ეს პარტია ევროპის სახალხო პარტიის წევრია, მემარჯვენე პარტიების ალიანსის, მაგრამ ვხედავთ შინაარსს, ლეიბორისტული პარტიის ნიშაზე ზის დღეს ენმ.
tbl.ge/6q2c
დაკოპირდა
ამბობს პარტია ახალი-ს ლიდერი, ნიკა გვარამია მთავარი არხის ეთერში. 11 მარტს გახდა ცნობილი, რომ ენმ-ის ყოფილი თავჯდომარე, ნიკა მელია და ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საარჩევნოდ ერთიანდებიან. პოლიტიკურ გაერთიანებას ახალი ერქმევა და საარჩევნო ნომერი - 4 იქნება
ამავე თემაზე
- აქუბარდია: გარანტიას მე გაძლევთ, ვერც ენმ მართავს ქვეყანას ერთპარტიულად და ვერც ოცნება
- სააკაშვილი: არჩევნები დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს
- ონიანი: 14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, იგინებოდნენ, აბრახუნებდნენ, ანუ ბავშვი შეაშინეს
- ღვინიანიძე: აასრულეს მუქარა, რომელიც გვეგონა, რომ სატელეფონო ხუმრობა იქნებოდა
- დიმიტრი ჩიქოვანს თავს დაესხნენ და სცემეს