არ არის მნიშვნელოვანი რას ვფიქრობ მე, მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ქართველი ხალხი, რომლებმაც მკაფიოდ აჩვენეს, რომ არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ ისინი მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%. ამ ქვეყნის გამო ოჯახებია დაყოფილი ხელოვნური ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლებით. არავინ უნდა ელოდოს, რომ საქართველოში მიესალმებიან იმ ქვეყნიდან ჩამოსულ ხალხს, რომელიც აკავებს საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან ეს რამდენიმე თვე გრძელდება. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხალხი სახმელეთო გზით შემოდის, თუ ზღვით. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ. ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაშვებულია კონსტიტუციით.
tbl.ge/6ged
დაკოპირდა
თქვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა. 31 ივლისის დილას გემს, რომელსაც რუსი ტურისტები გადაჰყავს, ბათუმის პორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.
ამავე თემაზე
- ქართველმა პარლამენტარებმა მითხრეს, NGO-ების მხარდამჭერ რუსებს გავყრითო – სოლოვიოვი
- პაპუაშვილი ჟურნალისტებს: თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ
- უნდა შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯება – პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა
- კარასინის აზრით, რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
- Агентство: ФСБ-სთან დაახლოებული ინსტიტუტი თბილისში მართავს კონფერენციას "ღირებულებებზე"