გვარამიას საქმე ივანიშვილის სტანდარტებითაც გამორჩეულია ბევრ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას შორის. ამ შემთხვევაში აშკარა იყო ივანიშვილის რეჟიმის განაცხადი, რომ უნდა აჩვენოს საზოგადოებას, რომ ასეთ აბსურდულ ამბავზეც წამსვლელები ვართ, რათა ჩვენი კრიტიკოსი ციხეში იჯდეს. ყველას უნდა ახსოვდეს, ვისაც განსხვავებული აზრები აქვთ, რომ ეს ადამიანი ზის ციხეში, ფორმალურად, რადგან მისი კომპანიის მანქანა გამოიყენა. ამ აბსურდამდე არის მისული. ამანაც კი გახადა პრინციპიალურად ეს საკითხი, რა ამოცანითაც დაიჭირა ივანიშვილის რეჟიმმა გვარამია ძალის დემონსტრირებისთვის, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ასეთი რაღაცები სადაც შეიძლება მოხდეს, ეს შეუთავსებელია ეგეთი ვითარება ჩვენს უსაფრთხო, თავისუფალ დასავლეთში დაბრუნებულ მომავალთან.
ნიკა გვარამიას საქმე
ბოკერია გვარამიაზე: ოცნება ასეთ აბსურდზეც წამსვლელია, რომ კრიტიკოსები ციხეში ისხდნენ
tbl.ge/6dg6
დაკოპირდა
ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 16 მაისს მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიუსაჯა 50 000 ლარი ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით. სასჯელის შთანთქმის პრინციპით მას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა.
ამავე თემაზე
- გვარამიას საქმის მოსამართლე კელი დეგნანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
- გვარამიას საქმის მოსამართლე: ვისწავლოთ სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემა
- დეგნანი: აშშ მიესალმება ნიკა გვარამიას შეწყალებას, ეს საქმე თავიდანვე პრობლემატური იყო
- გვარამია: მთავარ არხს აღარ ვუხელმძღვანელებ, თუმცა დავეხმარები კრიზისიდან გამოსვლაში
- გვარამია: ბოდიშს ვუხდი პრეზიდენტს ამ ვიდეოებისთვის – საძაგლობაა