საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში სტამბოლსა და ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:
- საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +905336903040; +905392208280
- გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +905418184400
- გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +905413262226
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას".- აღნიშნულია განცხადებაში.
თურქეთში მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო და მისი ეპიცენტრი ქალაქ გაზიანტეპი იყო. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ამჟამინდელი მონაცემებით თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 284-მდე გაიზარდა, სირიაში 237-მდე. ჯამში დაშავდა 3000-ზე მეტი ადამიანი.