აფეთქება თურქეთში

თურქეთში ფოიერვერკის ქარხანა აფეთქდა - დაიღუპა, სულ მცირე, 2 ადამიანი

time magazine

თურქეთში, საქარიის პროვინციაში, ჰენდეკის რაიონში, ფოიერვერკის ქარხანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, დაშავდა 74 ადამიანი. მისივე თქმით, აფეთქების დროს ქარხანაში 189 თანამშრომელი იმყოფებოდა. ქარხანა დასახლებული ადგილიდან მოშორებით მდებარეობს. 

ქარხანაში აფეთქება ადგილობრივი დროით 11:15 საათზე მოხდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო - აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.   

კომენტარები