ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურატურამ გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ყოფილ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს თავისი მსხვერპლებისთვის $19 000 000-ის გადახდა დააკისრა.
გარდა ამისა, ლაპარაკის უფლება მიეცათ იმ დაზარალებულებს, რომლებსაც პროდიუსერმა გაუცხადებლობის საბუთზე მოაწერინა ხელი.
ამ დროისთვის ვაინშტაინი გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით 23-წლიან პატიმრობაში იმყოფება.