თურქეთი

თურქეთში პოლიციის ავტობუსში ბომბის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

Reuters

თურქეთის ქალაქ ადანაში პოლიციის ავტობუსში ბომბი აფეთქდა. შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც. მათი მდგომარეობა მძიმე არაა.

მიმდინარეობს გამოძიება. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.

თურქეთში მსგავსი აფეთქებები წარსულში ქურთ, ისლამისტ და ულტრამემარცენე მებრძოლებს აქვთ განხორიცელებული.

13 სექტემბერს დიარბაქირის პროვინციაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა 13.

მაშინ ადგილობრივმა მთავრობამ და პრეზიდენტმა ერდოღანმა ქურთისტანის მუშათა პარტია დაადანაშაულეს, თუმცა მათ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ.

კომენტარები