როცა ასჯერ გეტყვიან, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს და უუნაროა, გიჩნდება ეჭვი, მართლა ასე ხომ არ არის, მითუმეტეს, რომ ამის გადამოწმების საშუალება არ გაქვთ. არ არსებობს ალტერნატიული წყარო, რომელიც სიმართლეს გეტყვით. ამიტომ ვეუბნები მინისტრებს, რომ უნდა ვიაროთ რეგიონებში და უნდა გითხრათ სიმართლე, ღიად მივიღოთ თქვენგან კრიტიკაც, მოვისმინოთ პრობლემებიც. ყველგან ასეა - ევროპაში, ამერიკაში არსებობს დაბალანსებული, ინფორმაციის მიღების ორი ალტერნატიული წყარო – ერთი შეიძლება იყოს ხელისუფლების საწინააღმდეგო, მაგრამ მეორე დამაბალანსებელია. ჩვენთან აბსოლუტურად უკუღმაა ყველაფერი. ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და მიყვება ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს.
tbl.ge/75q
დაკოპირდა
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მარტვილში გამართულ შეხვედრაზე.
ამავე თემაზე
- ჟორჟოლიანი, ტყემალაძე, აბაშიძე, ქაჯაია – საკადრო ცვლილებები მთავრობის ადმინისტრაციაში
- ფხაკაძე ღარიბაშვილს: ამ ოთახში თქვენ მიერ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული
- ღარიბაშვილი: 2022 წლის იანვრიდან პენსია 20-25 ლარით გაიზრდება
- მთავრობამ არჩევნების II ტურამდე 2 კვირით ადრე 198 დევნილს 1 ლარად მიწის ნაკვეთები გადასცა
- ღარიბაშვილი: კორუფციისგან გათავისუფლების მიხედვით, აშშ-სა და იაპონიას გავუთანაბრდით