თამარ ჩერგოლეიშვილი

ტაბულას დამფუძნებელი

1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2000 წლიდან მუშაობდა ევროპის საბჭოში, სხვადასხვა თანამდებობებზე. 2006-2010 წლებში ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს სამართლებრივ ჯგუფს და აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში სისხლის სამართლის, ეკონომიკური დანაშაულის, კიბერნეტიკული დანაშაულის, ადამიანის უფლებებისა და მედიის კუთხით. 1999-2000 წლებში თანამშრომლობდა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან პროკურატურის რეფორმის პროცესში. 1997-1998 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში და აქტიური მონაწილეობა მიიღო სასამართლო რეფორმის, მოსამართლეთა ეთიკის და სიტყვის თავისუფლების კანონმდებლობის შექმნის პროცესში. 1996-1997 წლებში თანამშრომლობდა გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის ჰუმანიტარულ მისიასთან.

ავტორის სტატიები