ივანიშვილის პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 12 იყო.
მამისეიშვილი უფლებამოსილების შესრულებას 2027 წლის 30 აპრილიდან დაიწყებს, როცა მოსამართლის ადგილი ვაკანტური გახდება.
მამისეიშვილი 2021 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო. 2017 წელს ის უვადო მოსამართლედ აირჩიეს.





