გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





