ავტოსაგზაო შემთხვევა

სიღნაღში მანქანა 4 ქვეითს დაეჯახა, 1 მათგანი დაიღუპა

სიღნაღში, მანქანა 4 ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა - 3 კი დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მანქანის მძღოლი დაკავებულია. მას 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები