გეორგიევსკის ტრაქტატი

კობახიძე: გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა

გეორგიევსკის ტრაქტი სხვა მოცემულობა იყო... რომ იცოდეთ, კაპიტულაციის შეთანხმება იდება ორ მხარეს შორის, ომის შემდეგ და ერეკლე მეორეს რუსეთთან ომი არ ჰქონია. ამიტომ, ადეკვატური კითხვები დასვით.

ერთი, რომ სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, თქვენი ლიდერისგან განსხვავებით, ეს შეთანხმებაც სრულდებოდა, ხვდებით? და თქვენი ლიდერის პირობებში ყველა ხელმოწერილი და ხელმოუწერელი შეთანხმება თავზე დაგვახიეს.

რუსეთი მაშინაც უზარმაზარი სახელმწიფო იყო, ჰქონდა საკუთარი ძალისმიერი პოლიტიკა და თავისი ინტერესები და განხორციელდა ის, რაც განხორციელდა. როდესაც ერეკლე მეორემ გეორგიევსკის ტრაქტატს ხელი მოაწერა, ამ დოკუმენტმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის გადარჩენაში.

ერეკლე მეორეს ძალიან კარგად ჰქონდა დანახული მაშინ ეს ყველაფერი, მათ შორის რისკებიც, მაგრამ რაც მთავარია. მას დანახული ჰქონდა, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა იყო იმ მომენტში მნიშვნელოვანი ქვეყნის გადარჩენისთვის...

ერეკლე მეორე სანამ ცოცხალი იყო, შეთანხმების დაცვა ბოლომდე უზრუნველყო. გეორგიევსკის ტრაქტატიდან საქართველოს ანექსიამდე თითქმის 20 წელიწადი გავიდა. შესაბამისად, უმუშავია, ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა რეალურად გადარჩა. ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე ჰქონდა, გადარჩა და როდესაც ერეკლე მეორე გარდაიცვალა, მერე სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები. მაგრამ იმ შეთანხმებამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა, რაც აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო ბრძნული და უალტერნატივო.

ამბობს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე ფორმულას კითხვაზე, "გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც ერეკლე მეორემ გააფორმა რუსეთთან, ასევე კაპიტულანტური შეთანხმება იყო?". ჟურნალისტმა კობახიძეს ეს კითხვა მას შემდეგ დაუსვა, რაც ივანიშვილის პრემიერმა თანაგუნდელ შალვა პაპუაშვილის მსგავსად, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კაპიტულანტური უწოდა.

კომენტარები

✕
✕