ქართული ოცნების პოლიტიკა

პაპუაშვილი NATO-ზე: 2008 წელს არათუ ღია კარში დაგვტოვეს, ფანჯარაც გახსნეს

ჩვენ ახლა ცხელი ომის პირობებში არ ვართ და ამიტომ შეიძლება ემოციურად ვერ გამოვხატავთ, თუ რას ვგრძნობთ ჩვენც ზუსტად ამ სიტყვების შემდეგ, თუმცა სინამდვილეში ჩვენც ხომ იგივე შეგრძნება უნდა გვქონდეს, რაც უკრაინელებს, ჩვენც ხო იგივე მოგვივიდა 2008 წელს, როდესაც არათუ ღია კარში დაგვტოვეს, ფანჯარაც გახსნეს, რომ კარგი ორპირი ქარი ყოფილიყო და ეს პერსპექტივა, ვითომ ფანჯრიდან უნდა დაგვენახა, სინამდვილეში ორპირი ქარი შეგვექმნა და ამ ორპირმა ქარმა, რაც მოგვიტანა 2008 წელს, ეს უკვე ჩვენი ახლო ისტორიის ნაწილია.

მათ შორის, ჩვენც NATO-ს წევრობისთვის დიდი ფასი გადავიხადეთ, გადავიხადეთ საერთაშორისო მისიებში ჩვენი მონაწილეობით, გადავიხადეთ იმის ჩვენებაში, რომ ნატოელებზე უფრო მეტი ნატოელები ვართ და მაშინ როდესაც ავღანეთის მისიას ემალებოდა ნატოს წევრების უმრავლესობა, მაშინ ვიყავით ავღანეთში წინა ხაზზე.

ავღანეთში NATO-ს წევრებიდან მეოთხე ადგილზე ვიყავით ჯარის რაოდენობით ამერიკელების, იტალიელების, გერმანელების შემდეგ, სად არიან დანარჩენი ხმამაღლა მოსაუბრე დღეს მილიტარისტები, ომის პირას რომ დგანან და იბრიქებიან, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადებიან, სად იყვნენ როდესაც ავღანეთში წინა ხაზზე ქართველები იბრძოდნენ? ამისთვის ჩვენ დიდი ფასი გადავიხადეთ და საბოლოო ჯამში, ჩვენზე დღეს შეიძლება პირდაპირ არ საუბრობენ, მაგრამ ესეც ხო უკრაინის ნათქვამი ჩვენს გასაგონადაც არის ნათქვამი, რა თქმა უნდა, ეს არის ის იმედგაცრუება, რომელსაც ქართველი ხალხი განიცდის, როცა აღმოჩნდება რომ ღია კარის პოლიტიკა სინამდვილეში ცრუ იმედების პოლიტიკა იყო. 

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პროპაგანდისტული POST TV-ის ეთერში

კომენტარები