ივანიშვილის რეჟიმი

პაპუაშვილი: ელჩები, უცხოელი პოლიტიკოსები წავიდნენ ვა ბანკზე და დამარცხდნენ

ჩვენ შარშან რაც ვნახეთ იყო ის, რომ 26 ოქტომბრამდე, უცხოელები მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში (ელჩები, ბრიუსელი, სხვადასხვა დედაქალაქი; ელჩები ჩამოდიოდნენ და მიტინგებს მართავდნენ).

ჩაერთნენ არჩევნებში, ყველაფერზე თქვეს უარი - საერთაშორისო სამართალზე, გაეროს წესდებაზე, ვენის კონვენციაზე, ყველაფერს ხაზი გადაუსვეს.

ქართველ ხალხს უთხრეს, რომ ყველაფერი ფარსია - კანონი, სამართალი, საერთაშორისო სამართალი - მათთვის მნიშვნელოვანი იყო გეოპოლიტიკური მიზანი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოეყვანათ მათი მარიონეტი იმისთვის, რომ უსიტყვოდ შეესრულებინათ მათ მარიონეტებს მათი დავალებები. 

წავიდნენ ვა ბანკზე - ელჩები და უცხოელი პოლიტიკოსები ჩაერთნენ არჩევნებში და დამარცხდნენ ამ არჩევნებში და იმის გამო, რომ ამ მარცხის მიღება არ უნდოდათ, დაიწყეს არჩევნების ძირის გამოთხრის პროცესი. 

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები