საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა რუსეთის მოქალაქეებს $300-ზე ძვირი ფუფუნების პროდუქტის შეძენა აუკრძალა

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ბანკმა რუსეთში რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის ფუფუნების კატეგორიის პროდუქტების შეძენაზე შეზღუდვა დააწესა. 

გამოცემა РБК წერს, რომ რუსეთში რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის ფუფუნების კატეგორიის პროდუქციის ყიდვა, რომლის ღირებულებაც 300 დოლარს ან ევროს აღემატება, იზღუდება

გამოცემა წერს, რომ ეს გადაწყვეტილება პრეცედენტულია, რადგან ფუფუნების საგნებზე რუსეთის წინააღმდეგ 2022 წელს დაწესებულ სანქციებს აქამდე უშუალოდ პროდუქციის მიმწოდებელი კომპანიები აკონტროლებდნენ, როგორიცაა Chanel და ეს პირველი შემთხვევაა როცა აღნიშნულ შეზღუდვებს ბანკი გააკონტროლებს.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული შეზღუდვა რუსეთში რეგისტრირებულ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეეხებათ.

ტელეგრამ არხებზე რუსი მოქალაქეები წერენ, რომ მსგავსი შეტყობინება საქართველოს ბანკის აპლიკაციაში მიიღეს.

ტაბულას საქართველოს ბანკში განუცხადეს, რომ “საქართველოს ბანკი იცავდა და იცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს".

კომენტარები