19 მაისს, ჩინეთში მინგის დინასტიის დროს აგებული მეთოთხმეტე საუკუნის დოლის კოშკის სახურავი ჩამოინგრა.
სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, ფენგიანის დოლის კოშკი, რომელიც 1375 წელს აშენდა და ცერემონიების დაწყებისა და დღის დროის გამოსაცხადებლად გამოიყენებოდა, ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი ასეთი ნაგებობაა.
კოშკი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა ანხუეის პროვინციაში, რომელიც პეკინიდან, ჩინეთის დედაქალაქიდან, დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარეობს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ კოშკის სახურავიდან ასობით კრამიტი ჩამოინგრა.
"კრამიტების ცვენა ერთი-ორი წუთი გაგრძელდა" - განუცხადა ერთმა თვითმხილველმა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფ გაზეთ Yangcheng Evening News-ს.
ადგილობრივი კულტურისა და ტურიზმის ბიუროს განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და "მომხდარის გამომწვევი მიზეზების გასაგებად გამოძიება კვლევა მიმდინარეობს".
CNN ცნობით, აღნიშნულ კოშკს ერთი წლით ადრე სახურავის მცირე დაზიანების გამო აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.
ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ ნაგებობა ორი ნაწილისგან შედგება: პირვანდელი მინგის დინასტიის პერიოდის კოშკის ფუნდამენტისგან და მის ზედა ნაწილზე აშენებული კოშკისგან. ოფიციალური პირების თქმით, დაზიანება ძირითადად ამ ზედა ნაწილს შეეხო, რომელიც 1995 წელს ხელახლა აიგო.
ფენგიანის ოლქში მინგის დინასტიის დამფუძნებელი, ჯუ იუანჯანის დაიბადა.