ევერესტზე 2 მთამსვლელი დაიღუპა, რაც 2025 წლის მარტი-მაისის სეზონზე პირველი შემთხვევაა.
45 წლის ინდოელი სუბრატა გოში მწვერვალის ე.წ. ჰილარის მონაკვეთზე დაიღუპა, რომელიც ზღვის დონიდან 8 000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და სადაც სიცოცხლისთვის ჟანგბადის არასაკმარისი დონეა.
"მან უარი თქვა ჰილარის საფეხურის ქვემოდან დაშვებულიყო". - განაცხადა ნეპალური სამთო-საფეხმავლო კომპანია Snowy Horizon Treks and Expedition-ის წარმომადგენელმა, ბოდრაჯ ბანდარიმ, რომელიც ექსპედიციას ორგანიზებას უწევდა.
მისი თქმით, გოშის ცხედარის ბანაკში დააბრუნებას ცდილობენ.
"სიკვდილის მიზეზი მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ გაირკვევა". - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.
მეორე მთასვლელი, 45 წლის ფილიპინელი ფილიპ სანტიაგო 14 მაისს გარდაიცვალა.
ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჰიმალ გაუტამას თქმით, სანტიაგო მწვერვალზე მდებარე მეოთხე ბანაკამდე ძალიან დაღლილი მივიდა და დასვენებისას საკუთარ კარავში დაიღუპა.
ნეპალმა ევერესტზე ასასვლელად მიმდინარე სეზონზე 459 ნებართვა გასცა.
სამთო ექსპერტების თანახმად, ბოლო 100 წელიწადში ევერესტზე სულ მცირე 345 ადამიანი დაიღუპა.