გიორგი ოკმელაშვილის საქმე

სააპელაციო სასამართლომ გიორგი ოკმელაშვილის განაჩენი არ შეცვალა

სააპელაციო სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის განაჩენი, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა. დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გიორგი ოკმელაშვილის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა.

ყოფილი მორაგბე, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს დააკავეს, 2025 წლის 3 თებერვალს კი ოკმელაშვილს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ოკმელაშვილს პოლიციელზე ძალადობას, ასევე მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც ედავებოდნენ, მეორე ბრალდება (მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა) დაცვის მხარის მოთხოვნით, ოკმელაშვილს 15 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოუხსნეს

კომენტარები