ნიკოლა სარკოზი

მედია: კადაფისგან ფულის აღებისთვის ფრანგი პროკურორები სარკოზის 7 წლით დაპატიმრებას ითხოვენ

მედიის ცნობით, 27 მარტს, ფრანგმა პროკურორებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის, ნიკოლა სარკოზისთვის, შვიდწლიანი პატიმრობა და 300 000 ევროს ჯარიმა მოითხოვეს. სარკოზის ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფისგან 2007 წლის საარჩევნო კამპანიისთვის მილიონობით ევროს მიღება ედება ბრალად.  

მიმდინარე წლის იანვრიდან სარკოზის სასამართლო დავა სხვადასხვა ბრალდებებით მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს: "სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის დაფარვას, პასიურ კორუფციას, უკანონო საარჩევნო დაფინანსებას და დანაშაულის ჩადენის მიზნით კრიმინალურ შეთქმულებას".  

ფინანსურმა პროკურორმა სებასტიან დე ლა ტუანმა ბრალდებებს "მაღალი სიხშირის კორუფცია" უწოდა.

პროკურორებმა ასევე სარკოზისთვის სხვადასხვა პრივილეგიებისა და პოლიტიკური და სამოქალაქო თანამდებობის დაკავების ხუთი წლით აკრძალვა მოითხოვეს.

სასამართლოს გარეთ, სარკოზის ადვოკატებმა განაჩენს "მკაცრი და დაუსაბუთებელი" უწოდეს.  

სარკოზიმ Facebook-ზე დაწერა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ის სიმართლისთვის ბრძოლას და მას სასამართლოს გონივრულობის სჯერა.

პროკურორებმა ერთი წლიდან ექვს წლამდე პატიმრობა და 150 000 ევროს ჯარიმა მოითხოვეს სარკოზის ყოფილი მარჯვენა ხელისთვის, კლოდ გეანისთვის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ბრიუს ორტეფოსთვის, და მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი ფინანსური ხელმძღვანელისთვის, ერიკ ვუერტისთვის.

კომენტარები