ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, რომელიც 21 მარტით არის დათარიღებული ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება.
"ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მხრიდან ნებაყოფლობითი შენატანის განხორციელების მიზნით, "საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მიმართოს ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა (LDCs) და მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოების (SIDS) წარმომადენელთა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ ნებაყოფლობით ფონდში". - წერია განკარგულებაში.