გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა.
უწყებამ რამდენიმე პირს, რომელიც თბილისში მომხდარ დარბევებზეა პასუხისმგებელი გერმანიაში შესვლა აუკრძალა.
"თითქმის სამი თვის განმავლობაში ქართველი ხალხი ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელისუფლების კურსის საწინააღმდეგოდ პროტესტებს მართავს. ისინი ისევ დგანან დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის პირისპირ. დღეს გერმანიამ დააწესა დამატებითი შესვლის აკრძალვები საქართველოს მაღალჩინოსნებზე, რომლებიც დარბევებზე პასუხისმგებლები არიან." – წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ X გვერდზე.