ახლა [უკრაინის] ბევრ რეგიონში პირდაპირ ისმის, თუ რა უნდა სინამდვილეში რუსეთს. ჩვენს ცაში დაახლოებით 40 შაჰედია და ისმის საჰაერო თავდაცვის ხმა.
სამწუხაროდ, დარტყმები მიტანილია სწორედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. შაჰედების პირდაპირი დარტყმა სუმის საავადმყოფოზე, იერიშები დონეცკის ოლქის ქალაქებზე, ამჟამად კი მოიერიშე დრონები დაფრინავენ კიევის, ჟიტომირის, სუმის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ხარკოვის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის და ჩერკასის რეგიონების თავზე.
სწორედ ასეთი ღამეების დროს რუსეთის თავდასხმები ანგრევს ჩვენს ენერგოსისტემას, ინფრასტრუქტურას და უკრაინელების ნორმალურ ცხოვრებას. და ის ფაქტი, რომ ეს ღამე გამონაკლისი არ ყოფილა, ცხადყოფს მშვიდობის დასამყარებლად რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობას.
დღეს პუტინმა ფაქტობრივად უარყო ცეცხლის სრულად შეწყვეტის წინადადება. სწორი იქნებოდა, რომ საპასუხოდ მსოფლიომაც უარყოს პუტინის ომის გაჭიანურების ნებისმიერი მცდელობა.
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. დახმარება უკრაინას. თავისუფალი სამყაროს მოკავშირეების გაძლიერება და უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა. და მხოლოდ რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების რეალური შეწყვეტით, რაც ომის დასრულების ნამდვილი სურვილის მტკიცებულება იქნება, შესაძლოა დაგვიახლოვდეს მშვიდობა.