რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

მასკი უარყოფს, რომ მინერალებზე გარიგებაზე უარის შემთხვევაში კიევს Starlink-ზე წვდომა შეეზღუდება

SpaceX-ის, Tesla-სა და Starlink-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი
Kevin Lamarque/Pool Photo via AP

აშშ-ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და SpaceX-ის, Tesla-ს და X-ის მფლობელის, ილონ მასკი უარყოფს Reuters-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მინერალებზე შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში კიევს, შესაძლოა, Starlink-ის ინტერნეტზე წვდომა შეეზღუდოს. 

ამის შესახებ მასკი X-ზე წერს

"ეს მცდარია. Reuters იტყუება. მათ მხოლოდ AP (ასოცირებული პროპაგანდა) უსწრებს, როგორც მატყუარა ტრადიციულ მედიას". - წერს მასკი. 

მანამდე, Reuters-მა საკითხზე ინფორმირებულ 3 ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა, რომ იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე ხელის არმოწერის შემთხვევაში, შესაძლოა, უკრაინას ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის სისტემაზე წვდომა შეეზღუდოს.

კომენტარები