პაპი ფრანცისკე

პაპი ფრანცისკე ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

Getty Images

პაპი ფრანცისკე 14 თებერვალს საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის და ბრონქიტის მკურნალობის გასაგრძელებლად გადაიყვანეს. ინფორმაციას გამოცემა Reuters ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს

"დღეს, დილით, შეხვედრების შემდეგ, პაპი ფრანცისკე მიიყვანეს პოლიკლინიკო აგოსტინო გემელიში რამდენიმე აუცილებელი დიაგნოსტიკური გამოკვლევისთვის და საავადმყოფოს გარემოში ბრონქიტის მკურნალობის გასაგრძელებლად, რომელიც მას კვლავ აქვს". - გამოცემის ცნობით, აღნიშნულია ვატიკანის განცხადებაში. 

88 წლის ფრანცისკეს, რომელიც პაპი 2013 წლიდანაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად აწუხებდა გრიპი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.  

მიმდინარე თვის დასაწყისში, ფრანცისკემ ყოველკვირეულ წირვაზე მომლოცველებს უთხრა, რომ მას "ძლიერი გაციება" აწუხებდა, რაც შემდგომ, ვატიკანის ინფორმაციით, ბრონქიტი აღმოჩნდა. 

კომენტარები