ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე: რაც მანამდე იმართებოდა ამერიკული დაფინანსებით, დღეს იმართება მეტწილად ევროპულით

თქვენ ხედავთ, რომ პროცესები, რაც მანამდე იმართებოდა ამერიკული დაფინანსებით, დღეს უკვე იმართება მეტწილად ევროპული დაფინანსებით. ამასაც სჭირდება ყურადღების მიქცევა. არ შეიძლება, ვინმემ ევროპული სტრუქტურებიდან მხარი დაუჭიროს, დააფინანსოს რევოლუციური პროცესები. ჩვენ ამასაც უნდა დავუპირისპირდეთ.

ჩვენ ღრმად უნდა შევისწავლოთ, მათ შორის ევროპის დემოკრატიის ფონდის საქმიანობა, საიდანაც ფინანსდებოდა რევოლუციური პროცესები, რადიკალიზმის გაღვივება, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა. ყველამ უნდა სცეს პატივი, განსაკუთრებით ევროკავშირმა, ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. 

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები