სერბეთი

სერბეთში მოხუცთა სახლში, სავარაუდოდ, განზრახ გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

20 იანვარს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის მახლობლად მდებარე მოხუცთა სახლში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 7 დაშავდა. 

Reuters-ის მიხედვით, პროკურატურა იუწყება, რომ ხანძარი სავარაუდოდ შიგნიდან, ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა განზრახ გააჩინა. სავარაუდო დამნაშავე ხანძრის შედეგად გარდაიცვალა.

ასევე, გამოცემა იუწყება, რომ ხანძარი 20 იანვრის გამთენიისას, დაახლოებით 03:30-ზე გაჩნდა, როდესაც მოხუცთა სახლში 30 პირი იმყოფებოდა. 

კომენტარები