ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

471-დღიანი ტყვეობის შემდეგ, ჰამასმა 3 ისრაელელი მძევალი წითელ ჯვარს გადასცა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, წითელმა ჯვარმა არმიას შეატყობინა, რომ ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ მათ 3 ისრაელელი მძევალი - რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტეინბრეხერი - უკვე გადასცა.

IDF-ის ცნობით, წითელ ჯვარს ახლა მძევლები ღაზის სექტორის შიგნით მყოფ ისრაელელ სამხედროებთან მიჰყავს.

ამასთანავე, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალების ვერტმფრენები მზად არის, რათა ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები მყისიერად გადაიყვანონ საავადმყოფოში.

კომენტარები