რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ის წყაროს ცნობით, ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა.
"ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩამოვიდა. რუსეთმა, ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე, მას თავშესაფარი მიანიჭა." - ამბობს მედიის წყარო.
აქამდე მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობა, რომ ბაშარ ალ-ასადის თვითმფრინავმაკურსს გადაუხვია და შესაძლოა ჩამოვარდა.
8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.
HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ.
თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.