სირიის სამოქალაქო ომი

სირიელმა აჯანყებულებმა ქალაქი ჰამა დაიკავეს, ჰომსისკენ წინ მიიწევენ

სირიელი ამბოხებულები სამხრეთით წინსვლას განაგრძობენ. 5 დეკემბერს მათ მნიშვნელოვანი ქალაქი, ჰამა დაიკავეს. ისინი ქალაქი ჰომსისკენ მიიწევენ.

დაჯგუფებების წარმატების ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ერთ-ერთ ჩანაწერში მეამბოხეები ჰამას მერიის შენობაში იმყოფებიან.

ახალი იერიშის მთავარი მამოძრავებელი ძალა სუნიტურ ისლამისტური ჰაიათ თაჰრირ ალ-შამია (HTS - ლევანტის გათავისუფლების ორგანიზაცია), რომელსაც გარკვეულწილად თურქეთის მხარდაჭერა გააჩნია. HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებს. 

ასადისა და რუსეთის ძალების საჰაერო იერიშების მიუხედავად, აჯანყებულები მოქმედებებს განაგრძობენ. ამბოხებულთა ოპერაციებში მონაწილეობენ როგორც ჯიჰადისტები, ისე სხვა, მეტ-ნაკლებად სეკულარული ჯგუფებიც.

 

კომენტარები