ევროკავშირი-საქართველო

კობახიძე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: ეს არის ფიქტიური საუბრები

რეალურად, ქართველ ხალხს ემუქრებიან იმის გამო, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა მმართველ პარტიას, ანუ საუბარი აქვთ ქართველი ხალხის დასჯაზე მისი დემოკრატიული არჩევანის გამო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ფიქტიური, ასე ვთქვათ საუბრები. მე დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადაიდგმება, მათ შორის, იმის გამო, რომ ასეთმა ინსტრუმენტებმა მთლიანად დაკარგა თავისი ეფექტი.

თქვენ გახსოვთ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა, როგორც ქვეყანაზე ზეწოლის ინსტრუმენტი და ქვეყნის არევის ინსტრუმენტი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მყარად დავიჭირეთ ჩვენი პოზიციები და დავიცავით ქვეყნის ღირსება და მოხდა ისე რომ, ნაცვლად იმისა, რომ ხანგრძლივად გამოეყენებინათ, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ჩვენ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი.ნუ ახლა მერე გადავიდნენ მოლაპარაკებების გახსნის თემაზე. ეს ინსტრუმენტიც გაცვთა.

მე მგონია პირიქით, რომ მომავალ წელს ძალიან მაღალი ალბათობით, მითუმეტეს მანამდე, დიდი ალბათობით, ასევე უკრაინაში ომიც დასრულდება, მგონია, რომ მომავალ წელს უკვე მოლაპარაკებებიც გაიხსნება და ასე გაგრძელდება ეს პროცესები. სადაც ღირსებას აჩვენებ, საბოლოო ჯამში შედეგს მიიღებ საკუთარი ქვეყნისთვის. სადაც ღირსებას არ აჩვენებ, კი ვხედავთ ზოგიერთი ქვეყანა რა მდგომარეობაშია დღეს [...]

ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, 2030 წლისთვის გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ ასე ღირსეულად გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან ერთად, ეს შედეგი არის მიღწევადი.

ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში ჟურნალისტის დასმულ კითხვას ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით.

კომენტარები