აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავდაცვის მინისტრად Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი, პიტ ჰეგსეთი დაასახელა.
"პიტი არის ძლიერი, ჭკვიანი და პრინციპის – "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" ჭეშმარიტი მიმდევარი. პიტის სათავეში ყოფნით ამერიკის მტრები გაფრთხილებულნი არიან, რომ ჩვენი სამხედრო ძალები კვლავ იქნება დიდებული და ამერიკა არასდროს დაიხევს უკან. მასზე მეტად არავინ იბრძვის სამხედროებისთვის და ის იქნება გამბედავი და პატრიოტი ჩვენი პრინციპისა – "მშვიდობა ძალის მეშვეობით". - თქვა ტრამპმა.
2012 წელს ჰეგსეთი მინესოტას შტატში სენატის წევრობისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, თუმცა, რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია საბოლოოდ კურტ ბილსმა მოიპოვა.
ამასთან, ჰეგსეთს სამხედრო სამსახურის ფარგლებში მონაწილეობდა, ავღანეთისა და ერაყის მისიებში. შემდეგ კი ხელმძღვანელობდა ორ ჯგუფს, რომელიც ვეტერანი სამხედროების უფლებებს იცავდა.