საქართველოს მომავლის ძიებას არ სჭირდება მაწანწალასავით უმიზნოდ ხეტიალი. ჩვენი მომავალი ჩვენსავე წარსულშია ჩაბეჭდილი, რომელმაც გამოწრთო, დააბრძენა და დააღვინა ჩვენი ერი საიმისოდ, რომ დინჯად ვაშენოთ ხვალინდელი დღე. კარგად ვხედავთ, რომ წინა თაობის დამსახურების წინააღმდეგ ბრძოლამ ოპოზიცია დაუპირისპირა ქართველ ხალხს.
ყველა კარგად ვხედავთ [ოპოზიციის] ცალყბად ნაწარმოებ კამპანიებს. ისინი თავს აწონებენ უცხოელებს და არა საქართველოს მოქალაქეებს. მათ ძალაუფლება სჭირდებათ არა ქართველი ხალხის ნების გასატარებლად, არამედ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი სხვა ხალხების ინტერესებს დაუქვემდებარონ, ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ, საკუთარ ოჯახში სტუმარი ათავკაცონ, ჩვენი სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა კი წითელ ხალიჩაზე გაცვალონ.





