რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

სავარაუდოდ, რუსებმა აეროდრომზე ბომბდამშენები დახატეს – კვალის ასარევად

რუსულ აეროდრომ "ენგელსისთვის" თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე დახატული ბომბდამშენები შენიშნეს. პროექტ The War Zone-ის ექსპერტები გამოსახულებების რაობაზე მსჯელობისას რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ - მათ შორის, არის ბომბდამშენების მაკეტები, თუმცა, რადგან ფოტოებზე საერთოდ არ ჩანს ჩრდილი, დიდი ალბათობით, აეროსადგურზე თვითმფრინავები უბრალოდ დახატეს.

ფოტოზე ჩანს, რომ გადაღების მომენტში, ერთი ნახატი დასრულებულია - მეორე კი დაუსრულებელი. The War Zone მიიჩევს, რომ ნახატების მიზანი მოწინააღმდეგისთვის კვალის არევაა.

კომენტარები