რუსეთის ალტაის მხარის მაცხოვრებელმა სამხედროებისთვის განკუთვნილი სასმელი წყალი მოწამლა. ის დააკავეს.
ამის შესახებ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში (ФСБ) ისაუბრეს.
ФСБ-ში ირწმუნებიან, რომ 42 წლის კაცი, რომელიც დააკავეს, კავშირში იყო უკრაინის მოქალაქეებთან, რომლებთან ურთიერთობის შემდეგ "რადიკალური შეხედულებების გამოხატვა" დაიწყო.
"გავიდა კავშირზე უკრაინის მოქალაქეებთან, რომლებთან კონტაქტის შემდეგ დაიწყო რუსეთის პოლიტიკურ კურსზე რადიკალური შეხედულებების გამოხატვა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად მომზადება. საკუთარი განზრახვის დასამტკიცებლად კაცმა მოწამლა წყალი, რომელიც განკუთვნილი იყო მობილიზებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის. მთელი პროცესის ვიდეო გადაიღო და უკრაინის წარმომადგენლებს გაუგზავნა". – თქვეს ФСБ-ში.
42 წლის კაცი ცხოვრობდა ქალაქ ბარნაულში. მის წინააღმდეგ რუსეთში საქმე აღიძრა სახელმწიფო ღალატისა და ტერორისტული აქტის ბრალდებით.