რა თქმა უნდა, ეს არის გამიზნულად გაკეთებული განცხადება, ერთგვარი შურისძიებაა [...] სწორედ, რომ საქართველოს რეპუტაცია დაზიანდეს, განსაკუთრებით, მაშინ, როცა კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი ახლოვდება. [ზელენსკი] დასავლეთს ერთგვარი ულტიმატუმივით უყენებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მისთვის მიუღებელი იქნებოდა. აი, ეს მიზანი აქვს ამ განცხადებას. ან, მეორე მხრივ, რომ საქართველომ რაღაცნაირად უარი თქვას თავის პოლიტიკაზე და რუსეთთან მიმართებაში უფრო ესკალაციის გზით წავიდეს.
tbl.ge/6e4i
დაკოპირდა

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. "ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება ბელარუსში. ეს ძალიან პრობლემურია. ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ვხედავთ, ეს ერები როგორ სტრესში არიან, როგორ ხდება მათი ჩათრევა ამ განუკითხაობაში" - თქვა ზელენსკიმ.
ამავე თემაზე
- პრემიერი: მეგობარ უკრაინელებს ვუსურვებ ომის მალე დასრულებას, მშვიდობას და კეთილდღეობას
- პრეზიდენტი: უკრაინის ომი აჩვენებს, რომ დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის წინაპირობაა
- პაპუაშვილი: უკრაინის მთავრობის ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც პოლიტიკა
- არახამია: თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და ქართული ოცნებაა
- ღარიბაშვილი: უკრაინაში კონტრშეტევა რთულად მიმდინარებს, ამ ფონზე ლუზერზე აკეთებენ კომენტარს