ჩვენ, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენ მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, ჩვენი სურვილი არის, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში და მთელ მსოფლიოში.
და, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და დიდი ოცნებაა, ჩვენს ქვეყანაში მოხდეს დეოკუპაცია მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ დიდი მიზნის მიღწევა.