ლავროვის ოჯახი ყვარელში

ფინეთის ელჩი სამხრეთ კავკასიაში: გაკვირვებული ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება

რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი რამით ვართ გაკვირვებული იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა საქართველოში ხდება. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როცა მოსკოვიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აღდგა, რადგან ევროკავშირში რუსული თვითმფრინავები არ დაფრინავს. ისინი სანქცირებულია. რაც შეეხება, დღეს განვითარებულ მოვლენებს, ძალიან გასაკვირია, ვინაიდან ლავროვის ოჯახი სანქცირებულია და მათი ევროპის ქვეყნებში შეშვება აკრძალულია. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, რომ სანქციებს არ უერთდებიან, მეორე მხრივ მათ ნათქვამი აქვთ, რომ სანქციების გარკვეულ ნაწილს შეუერთდებოდნენ. თუმცა აუცილებლობის მიუხედავად, ამას ვერ ვხედავთ.

ამბობს ფინეთის ელჩი სამხრეთ კავკასიაში, კირსტი ნარინენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ფორმულასთან ინტერვიუში. 

კომენტარები