თბილისის მერია

მერია: პლაკატებზე ნებართვა არ გაცემულა, ჩამოიხსნება და ტერიტორიები მოწესრიგდება

თბილისის მერია თბილისის მეტროსადგურების მიმდებარედ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გამოსახულებით პლაკატების გამოჩენას ეხმაურება. მერიის ცნობით, ნებართვა მათ მიერ გაცემული არაა.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თბილისის მეტროს არცერთ სადგურში პლაკატები არ განთავსებულა და კომპანიის მხრიდანაც არ გაცემულა არანაირი  ნებართვა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მკაცრად აკონტროლებს მსგავს ფაქტებს და რეაგირებს ოპერატიულად. 

რაც შეეხება პლაკატებს, განთავსებული იყო რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში. აღნიშნულ ფაქტზე კომპანია მოახდენს რეაგირებას, ჩამოიხსნება პლაკატები და ტერიტორიები მოწესრიგდება". – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

პლაკატები წარწერით – "მოღალატე ჯაშუშები" თბილისში 30 მარტს გამოჩნდა. ეს პირველი შემთხვევაა არაა, როცა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სიძულვილის შემცველი პლაკატები გამოჩნდა.

კომენტარები