კვენტინ ტარანტინო

"გილოცავ, ნაბიჭვარო" – ჯეიმი ფოქსმა ტარანტინოს დაბადების დღე სიმღერით მიულოცა – [VIDEO]

27 მარტს კვენტინ ტარანტინოს 60 წელი შეუსრულდა. რეჟისორი ლონდონში, პალადიუმის თეატრში თავისი კოლეგისა და მეგობრის, ედგარ რაითის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

რეჟისორები ტარანტინოს ახალ წიგნს განიხილავდნენ, როდესაც სცენაზე მსახიობი ჯეიმი ფოქსი ტორტით ავიდა. 

ფოქსმა მეგობარს დაბადების დღე მიულოცა და სიმღერა Happy Birthday დარბაზთან ერთად შეასრულა. მსახიობმა ტექსტი ოდნავ შეცვალა და ცნობილ ტექსტს "გილოცავ კვენტინ, ნაბიჭვარო" დაუმატა.

ფოქსი და ტარანტინო დიდი ხნის მეგობრები არიან, მათ ერთად ფილმზე Django Unchained აქვთ ნამუშევარი.

კომენტარები