ჩერგოლეიშვილი: ვცდილობთ შინაარსის, ცენტრის გარშემო დავაჯგუფოთ ყველა, ვინც მას იზიარებს

პროექტი, რასაც ჩვენ ვიწყებთ, არის ერთ-ერთი, რითაც ვაპირებთ ჩვენ უფსკრულის ამოვსებას ხალხთან. პირველ რიგში ეს არის შინაარსი. ჩვენ გვაქვს ემოციური შინაარსი, რომ ქართველები ევროპელები ვართ და როდესაც ბიძინა ივანიშვილი ევროპულ მომავალს გვართმევს, ქართულ იდენტობას გვართმევს. მეორე, ამ შინაარსის გარდა არის როგორ მიდიხარ აქამდე, როგორ ხდები ევროპელი. ამას ჭირდება რეფორმები, სჭირდება თანამშრომლობა, აქტივისტების ჩართულობა. ჩვენ ვცდილობთ, რომ შინაარსი ვაქციოთ ცენტრად, მზედ და მის გარშემო დავაჯგუფოთ უკვე ყველა, ვინც ამ შინაარსს იზიარებს და ეს არის პარტიების დედემონიზაციის გზაც. ადამინებმა უნდა აღიქვან, რომ პოლიტიკური პარტია არაფერი არ არის გარდა ინსტრუმენტისა, რომ შენი პოლიტიკური შინაარსი განახორციელებინო პარტიას და დაკვეთა მისცე მას.

ამბობს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი. დღეს, 21 მარტს რედისონ  ბლუ ივერიაში პროექტის - ევროპული არჩევანის მცველი - პრეზენტაცია გაიმართა. ევროპული საქართველოს ლიდერებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა არსებული კრიზისის და ამ კრიზისიდან გამოსავლის გზებთან დაკავშირებით.

კომენტარები