ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველი, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს. მეორე, ყველამ გაიგო, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიც არის, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, ასევე, გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება,PVT-ს გაყალბება,ეკლესიის გინება, LGBT პროპაგანდა და პროვოკაციების მოწყობა სამხრეთ ოსეთს ე.წ საზღვართან, ეს ორგანიზაციები სინამდვილეში არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები. ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა გაუზიარა საზოგადოებას. შესაბამისად, მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს, არის, რომ ვერასდროს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, NGO-ების ხელით ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა და მადლობას ვუხდი ხალხის ძალის გუნდს, რომელმაც დააინიცრა კანონპროექტი და თითოეულ დეპუტატს, რომელმაც პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
tbl.ge/6aw7
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა "რუსული" კანონი II მოსმენით ჩააგდო.
ამავე თემაზე
- ფრიდი სანქციებზე: იზრდებოდა შეშფოთება, რომ ოცნება ავტორიტარული მიმართულებით მიდიოდა
- სასამართლომ ტაბულას ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა
- პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი საქალაქო სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა
- დეგნანი რუსულ კანონზე: მიზანი ხმების ჩახშობა და სტიგმატიზება იყო
- ვოლსკი: აქციაზე არავინ გარდაცვლილა – მხედველობის დაკარგვაზე გარკვეული კითხვები არსებობს