კრიმინალი

სასულიერო პირის დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 მარტს სასულიერო პირის დაჭრის ფაქტზე 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1959 წელს დაბადებულ ც.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები