ოკუპირებული აფხაზეთი

ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ ლუკაშენკოს "ოფიციალურ შეხვედრას" ბჟანიასთან

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრას რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან. 

"მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს "ოფიციალურ შეხვედრას" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტთან". ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა". – წერს ზურაბიშვილი.

21 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. როგორც ბჟანიას ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. 

კომენტარები