მფრინავი ობიექტები აშშ-ს საჰაერო სივრცეში

ბლინკენმა ჩინეთში მოგზაურობა აშშ-ს ცაზე ჩინური სათვალთვალო ბუშტის გამოჩენის გამო გადადო

ენტონი ბლინკენი 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში მოგზაურობა მას შემდეგ გადადო, რაც ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო ბუშტი აღმოაჩინეს. მოგზაურობა 5-6 თებერვალს იყო დაგეგმილი.

სავარაუდოდ, ბლინკენი თავის ჩინელ კოლეგას და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს უნდა შეხვედროდა. 

ჩინური მხარის ინფორმაციით, ბუშტს მეტეოროლოგიური კვლევისთვის იყენებდნენ, ხოლო უამინდობის გამო მან მარშრუტს გადაუხვია.

ამერიკელი ოფიციალურმა პირის თქმით, ინციდენტის შესახებ ვაშინგტონი გეგმავდა ჩინეთთან ღია კომუნიკაციას შენარჩუნებას. აშშ-ს შეფასებით, ჩინური სათვალთვალო ბუშტის ამერიკის საჰაერო სივრცეში აღმოაჩენა მათი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა იყო.

Associated Press-ი აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტის უეცარი შეწყვეტის გადაწყვეტილება ბლინკენმა და აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ერთობლივად მიიღეს. 

აშშ-ს თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლების თქმით, ჩინური სათვალთვალო ბუშტი დასავლეთ შტატის, მონტანას საჰაერო სივრცეში შენიშნეს.

გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, აშშ-ს სამხედრო ლიდერებმა გადაწყვიტეს არ ჩამოეგდოთ იგი ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო.

თავდაცვის მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის პირობით აღნიშნა, რომ მთავრობამ მოამზადა გამანადგურებელი თვითმფრინავები, მათ შორის F-22, იმ შემთხვევაში, თუ თეთრი სახლი ობიექტის ჩამოგდების ბრძანებას გასცემდა.

კომენტარები