რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შარლ მიშელი უკრაინას: თქვენი ბედისწერა ჩვენი ბედისწერაა

Valeria Mongelli/Bloomberg/Getty Images

ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა თქვა, რომ კრემლის მუქარის მიუხედავად, ევროკავშირი არ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას და იგი გახდება ევროკავშირის წევრი.

"ეს სამიტი აგზავნის ორ მკაფიო გზავნილს: პირველი – თქვენთვის და უკრაინელი ხალხისთვის – ევროკავშირი ყველა შესაძლო გზით დაგიჭერთ მხარს. კრემლს არ დავუშინებივართ და ვერ დაგვაშინებს. იმიტომ რომ ევროკავშირი და უკრაინა ოჯახია.

მეორე გზავნილი – უკრაინის მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია. უკრაინელებმა გააკეთეს მკაფიო არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩვენთანაა, ჩვენს საერთო ევროკავშირში. თქვენი ბედისწერა ჩვენი ბედისწერაა". – აღნიშნა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ. 

კომენტარები