მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

სანდუ სააკაშვილზე: წამებით სიკვდილი მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც EU-ს წევრობა სურს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. ამის შესახებ სანდუ Twitter-ის გვერდზე წერს. 

"მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. ოპოზიციური პარტიის ლიდერის წამებით სიკვდილი მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს. სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ". -  წერს მაია სანდუ Twitter-ზე. 

1 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. მან საზოგადოებას ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა. საუბრის დასრულების შემდეგ, სააკაშვილმა მაისური აიწია და ხალხს აჩვენა, როგორ გამოიყურება ის ფიზიკურად. ამის შემდეგ, ჩართვა შეწყდა.

კომენტარები