NDI-ს კვლევა

NDI: მოსახლეობის უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

ცესკო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუყვეტელია. მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.  

NDI-ის კვლევის მიხედვით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგის გამოსაცნობად ვერ გამოდგება.  

კითხვაზე - "საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?"  

  • 39% - არცერთი პარტია / არ ვიცი / უარი პასუხზე 
  • 25% - ქართული ოცნება 
  • 6% - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა   
  • 7% - არ ვიცი
  • 10% - უარი პასუხზე
  • 13% - სხვა პარტიები   

გამოკითხვის მიხედვით, თბილისსა და დიდ ქალაქებთან შედარებით, ქართული ოცნების მხარდაჭერა შედარებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებსა და პატარა ქალაქებში. "სხვა" ოპოზიციურ პარტიებს შედარებით მაღალი მხარდაჭერა აქვთ თბილისში. პატარა ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების თითქმის მესამედი უარს ამბობს პოლიტიკური პარტიების შესახებ კითხვაზე პასუხს.NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, კითხვა დაისვა თვით-ადმინისტრირების მეთოდით: რესპონდენტს გადაეცა პლანშეტი 14 პარტიის ჩამონათვალით, მან თავად მონიშნა სასურველი პოლიტიკური პარტია, შემდეგ დააჭირა ღილაკს "შემდეგი" და დაუბრუნა ტაბლეტი ინტერვიუერს.

NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. 

კომენტარები